Georgian
 Web Typography

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

Home ] General ] Fonts ] Georgian Mail ] Appendix ] TOC & Search ]

Index : Appendix : UC-NNNN

Back ] Up ]

   

შინაარსი და საძიებელი

პირველი ქართული სრული ტექსტის საძიებო ბაზა
« ფსალმუნები »

Georgian Web News

 



Shavlego

შავლეგო

 

Download Zone

 

    

UC NNNN

English Resume

Unicode encoded Georgian document

   

აკაკი

მუხამბაზი

რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!
ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ!
შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ.
შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ!
სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ!
ეკლით ნუ მჩხვლეტ... დამიბრუნე ვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია!
საუკუნო მეგობრობის მცველია!
ახალი კი დროებითად მწველია
და ყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია.
შენ ერიდე! მოიფარე ფარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ქალო, შეგიყვარდები!..

ჩემსავით რომ შეგიყვაროს, ვინ არი?
ვინ გაღმერთოს ციურად მომცინარი,
თუ არ მევე?.. გინდა ვიყო მძინარი,
შენი სახე მაინც ჩემ თვალ-წინ არი,
თუ გამიქრა, კლდეზედ გადავვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

აწ რაღა ვარ, შენგან ტრფობას ჩვეული?
ვეხეტები გზა-და-კვალ აბნეული!
ლხინს ვშორდები, ჭირისაგან წვეული!
გაყრის წამი ჩვენი იყოს წყეული!..
სჯობს, შევრიგდეთ! ფეხ-ქვეშ დაგივარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!

  

 

Home ] General ] Fonts ] Georgian Mail ] Appendix ] TOC & Search ]

[ თავფურცელი ] [ ზოგადი ] [ ფონტები ] [ ქართული ელფოსტა ] [ დამატებები ] [ საძიებელი ]

MMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMM

Mailto: bpg@clinet.fi

© BPG-InfoTech, 1998-2001