Georgian
 Web Typography

 

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

    

UNICODE ႤႬႩႭႣႨႰႤႡႳႪႨ  ႴႭႬႲႨ 
"BPG Academiuri U"

English Resume

Unicode encoded Georgian document

   

"აკადემიური" პოპულარული ინდუსტრიული ტიპოგრაფიული ფონტია. მისი ხარისხოვანი კომპიუტერული კლონი 90-იანი წლების დასაწყისში მოამზადეს ალექსანდრე და თემურ იმნაიშვილებმა და იგი კარგა ხანს წარმატებით გამოიყენებოდა კომპიუტერულ გამომცემლობებში. მაგრამ, იმნაიშვილების ამ ფონტის (ისევე როგორც სხვების) ჩრდილოვანი მხარე ისაა, რომ მათ მარტივი - ინტუიტიური კოდირება აქვთ. ამჟამად, ქართულის სტანდარტზე მუშაობამ ეს ნაკლი კიდევ უფრო წარმოაჩინა.

BPG სერიის ამ ფონტის მიზანია Unicod კოდირების მინიჭებით გადაარჩინოს იმნაიშვილების ეს (და იქნებ სხვაც) ხარისხოვანი ნამუშევრები, გაუგრძელოს მათ არსებობა Win 2000 და შემდგომ - უნიკოდზე დაფუძნებულს სისტემებში და აგრეთვე ინტერნეტში.

"BPG Academiuri U"-ში, უნიკოდ ზონაში მოთავსებული მხედრული ასოები არეკლილია Latin 1 ზონაშიც, რაც 8 ბიტიანი ემულაციის რეჟიმში მათი გამოყენების საშუალებას იძლევა.


"აკადემიურზე" მუშაობისას შევადარეთ ამ ფონტის იმნაიშვილებისა და PS სერიის კლონები. ამ შედარებამ გამოავლინა, რომ PS სერია უგულისყუროდ და ზერელედაა მომზადებული, რაც მეტად სავალალოა - რამდენადაც PS ფონტებს ქართულის სტანდარტის პრეტენზია აქვს. ქვემოთ იხილეთ სურათი, რომელშიც ჩანს PS "აკადემიურის" უხეში შეცდომები და ხარვეზები.

კერძოდ, ქვემორე ნახატზე კარგად ჩანს, რომ PS "აკადემიურის" მთავრულ ვარიანტში 'ჩაჩხერილია' მხედრული ძველქართული ასოები, რომლებიც ამ ფონტში იმთავითვე არ იყო, და რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან სიმაღლითაც და სიგანითაც. ფონტის ავტორს დაეზარა ამ ძველქართული ასოების წესრიგში მოყვანა - აქაო, და მათ მაინც არ იყენებენო (თუ ასეა, დალოცვილებო, რატომ ჩასვით ეს ასოები ე.წ. სტანდარტის ასოთა რიგში?):

უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი მაგალითი PS "აკადემიურის" მხედრულიდან:

ქვემოთ ძალზე გადიდებულია ჯერ იმნაიშვილების "აკადემიური" და მის ქვეშ PS "აკადემიური" - ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ერთი და იგივე შრიფტია!

"აკადემიური" შეგიძლიათ ჩაიტვირთოთ აქედან [BPG-ACADEMIURI.ZIP 74 KB]



Resume

Unicode encoded font "BPG Academiuri U"

"BPG Academiuri U" is Unicode encoded variant of popular industrial font "Academiuri" and is based on computer clone by Alexander and Temur Imnaishvili. Font contains Capital and lowercase letters. Lowercase are mirrored in Latin 1 zone. Normal and Bold fonts are represented.

Bad mistakes in "Academiuri" font by PS

Jul. 2, 1999

Download: BPG-Academiuri-UA.zip [34Kb]