Georgian
 Web Typography

 

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

    

ბპგ “უცნობი”

English Resume

Unicode encoded Georgian document

  

აბგდევზთიკლ
მნოპჟრსტუფქ
ღყშჩცძწჭხჯჰ

ეს შრიფტი ვნახე გოგებაშვილის “დედა ენაში” და მაშინათვე შემიყვარდა - რატომღაც აქამდე არ შემიმჩნევია - სახელიც არ ვიცი. დაუყონებლივ გადავიღე გვერდის სკანირებული ასლი და სულმოუთქმელად, ორ დღეში გავაწყე მისი რეპლიკა. დავარქვი “უცნობი” მაგრამ ვიმედოვნებ ოდესმე გავიგებ ავტორის ვინაობას - ნათელი იყოს მისი ხსოვნა...

გლიფების მოყვანილობა და კალმის ტექნიკა ძალზე ჩამოჰგავს “ლორთქიფანიძისას” - და ამიტომ ვფიქრობ ესეც იმავე ავტორისა უნდა იყოს.

როგორც ბპგ სერიის სხვა ფონტებში, ამაშიც ქართული ასოები დაწყობილია ბპგ/გსკიი-სა და უნიკოდის დიაპაზონშიც. ფონტს აქვს ანტიალიასირების მითითება ყველა ზომისათვის (სასურველია მისი გამოყენება ‘შერბილების’ რეჟიმში). ბპგ/გსკიი დიაპაზონის ასოები აღჭურვილია კერნინგით.

ჩემი, ფრიად არაობიექტური აზრით, ფონტი ძალიან კარგად გამოიყურება ეკრანზეც და ქაღალდზეც - მაშინაც კი როდესაც ანტიალასირება გამორთულია - რაც საკმაოდ იშვიათია იმ ფონტებისათვის, რომლებსაც არ აქვთ დელტა ჰინტირება.



Resume

BPG Ucnobi (Unonymous) - type may be belongs to author of "Lordkipanidze". Was found of 11/12pt size in the ABC book of 19th cent. Especially handsome and peculiar Georgian font. This replica is not good enough. GSCII range Georgian is kerned.

Download: BPG-Ucnobi-U.zip [34Kb]