Georgian
 Web Typography

 

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

    

ႠႬႲႭႬ ႣႳႫႡႠႻႤ
(1933 7 იანვარი - 1998 24 ნოემბერი)

English Resume

Unicode encoded Georgian document

    

ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ნიჭით დაჯილდოებულსა და საქმისათვის შეწირულ ერთ ადამიანს შეუძლია დააფუძნოს და შექმნას მიმართულება, დარგი. ამის მაგალითია ანტონ დუმბაძე.

ანტონ დუმბაძე 1987 წელს გავიცანი. იმ დროს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში დაიწყო კომპიუტერისათვის ქართული დამწერლობის შექმნის ინტენსიური სამუშაოები და დაგვჭირდა შრიფტის პროფესიული დიზაინერი.

მალე აკადემიის პრეზიდიუმმა ამ საქმისათვის საგანგებო დაფინანსება გამოძებნა და სამუშაოების დიდი ნაწილი გადავიდა InfoTech Co.-ს ბაზაზე. ანტონი წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა შეთავსებით InfoTech-ში და ამ ხანში ყოველდღიური, მეგობრული ურთიერთობები გაგვიჩნდა. ერთმანეთის მასწავლებლებად და მოწაფეებად გადავიქეცით. ის მასწავლიდა შრიფტის ტექნოლოგიის საკითხებს, მე ვუხსნიდი ინფორმაციის კომპიუტერული წარმოდგენის თავისებურებებს.

მახსოვს, როგორ მესიამოვნა, როდესაც ანტონს DOS-ის გარემოში სამუშაო ახალი ჩემი ფონტი ვაჩვენე და მან მომიწონა. ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობით გაკეთდა InfoTech-ის ქართული სამაგიდო კომპიუტერული გამომცემლობა Venuta Publisher-ისა და MS Word 5-ის ბაზაზე, რომელიც კარგა ხანს ერთადერთი იყო საქართველოში.

სხვათა შორის, ამ სისტემის პრინტერისა და დისპლეის ფონტების (VGA და SFP ფორმატის) ნაწილი დროს გადაურჩა, გაგვაჩნია და ანტონის სამახსოვროდ და პატივსაცემად მათ ამ საიტში გამოვაქვეყნებთ. ეს იყო ქართული ინდუსტრიული შრიფტების პირველი კომპიუტერული კლონები, რომელის ნაწილისათვის 1990 წელს გაკეთდა აუტლაინი პოსტსკრიპტ ტიპის პრინტერებისათვის.

ანტონ დუმბაძე უდაოდ სამუდამოდ დარჩება ქართული სასტამბო შრიფტებისა და კომპიუტერული ფონტების შექმნის ჩემპიონად. მის მიერ შექმნილმა 50-მდე შრიფტმა, რომელთა დიდი ნაწილი ინტენსიურად გამოიყენება, მყარი საძირკველი ჩაუყარა ქართულ თაიპოგრაფიას და შექმნა სპეციფიური "დუმბაძის" სტილი.

Georgian font by

გთავაზობთ ამონაჭერს იმ ინფორმაციიდან, რომელიც ანტონ დუმბაძის სახსოვარს საიტში Fontzone მიუძღვნა რუსულმა კომპანიამ ParaType Ltd:

Resume

Im Memoriam

† Georgian Font Guru Anton Dumbadze

Anton Dumbadze was chief designer in InfoTech Co. during 1988-1990 and have designed several fonts for the first Georgian Desk-Top publishing system based on Ventura Publisher and MS Word 5. This page uses Unicode encoded font Dumbadze

Fontzone: " . . .
For four decades, Dumbadze was the leading practitioner of type design in the Georgian script . . . Anton Teofilovich Dumbadze was born on January 7, 1933, and was educated in his native Georgia. In 1954 he entered the Academy of Arts in Tbilisi, and studied in the Graphics Department of the Faculty of Painting & Sculpture. His teachers included Iosif Sharleman, Sergei Kobuladze and Vasili Shukhaev. Dumbadze graduated from the Academy in 1960, having specialised in book design, and was immediately invited to join the experimental laboratory for Georgian type design directed by Beno (Veniamin) Gordeziani . . . During 1961 and '62, Dumbadze travelled to Moscow as an intern at VNII Poligraphmash (National Printing Research Institute) . . . In 1972, back in Georgia, he accepted the position of director of the type laboratory where he had first worked . . . In his forty year career, Dumbadze designed approximately fifty Georgian typefaces, most of which are still in use
. . . "

Download: BPG-Dumbadze-Um.zip [36Kb]