Georgian
 Web Typography

 

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

    

ႵႠႰႧႳႪႨႱ ႩႭႣႨႰႤႡႤႡႨ ႣႠ ႵႨႡႭႰႣႨႱ ႢႠႼႷႭႡႤႡႨ

English Resume

Unicode encoded Georgian document

   

ქართულის კოდირების სტანდარტიზება დიდი, მტკივნეული და ახლანდელ პირობებში პრაქტიკულად დაუძლეველი პრობლემაა. ამჟამად არსებობს ენკოდინგის არა ნაკლებ 4 ნაირსახეობა, რაც დიდად აფერხებს ქართულის კომპიუტერიზაციისა და ვებიზაციის მთელს საქმეს. ამ გვერდზე არ ვეხებით სტანდარტიზების პრობლემის არსს და მხოლოდ ვაჩვენებთ არსებულ მდგომარეობას. ეს საკითხი მეტნაკლები სიღრმით განხილულია ამ წყაროში.

ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ კოდირების სტანდარტიზების პრობლემა თავისთავად გადაწყდება თუ/როდესაც ფონტებში ქართულ ასოებს UNICODE კოდირება-მისამართი მიეწერება, ეს მათ ავტომატურად გაასწორებს. ამას ახლა ხელს უშლის ქართველი პროგრამისტებისათვის შესაბამისი რესურსების მიუწვდომლობა.

რაც შეეხება ქიბორდის (კლავიატურის) გაწყობის სტანდარტიზებას - ეს ნაკლები პრობლემაა და აქ არსებითი შემდეგია - ასეთი რომ არსებობდეს კიდეც, არ არის საშუალება დამზადდეს ქიბორდის ღილაკები, რომლებსაც ქართული ასოების წარწერები ექნება (საერთოდ სასაცილო და სატირელი პრობლემაა ოცდამეერთე საუკუნის კარიბჭესთან). ამდენად მომხმარებელთა ჯგუფები ცდილობენ მოირგონ იმპორტირებული ლათინური ან ლათინურ-რუსული წარწენების მქონე ქიბორდები - ქმნიან საკუთარ გაწყობებს.

ქართულის 8 ბიტიანი კოდირებები ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ --

1. გაფიქრებული, სისტემური კოდირებები - რომლებიც სისტემური მოთხოვნილებებიდან ამოდიან და მეტნაკლებად მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამებიან / ეთანხმებიან, ასეთებია:

InfoTech-Academy ანუ/aka GSCII - რომელიც შემუშავებული იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ცენტრში და გარკვეულწილად საფუძვლად დაედო UNICODE საერთაშორისო სტანდარტში ქართულ ნაწილს;

PS - ე.წ. "არლამენტ-ოროსის ფონდის" სტანდარტი, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ცენტრის მიერ 1985-1987 წლებში შემუშავებული და შემდგომ დაწუნებული რიგი (აქ ძველი ქართულის ასოები, რომლებსაც ამჟამად გამოყენება არ გააჩნიათ, ჩასმულია ასოთა ჩვეულებრივი / თანამედროვე რიგის შიგნით);

"FontLab" - ეს გაწყობა ამავე სახელის მქონე ფონტის გასამზადებელ პროგრამაში ვიპოვეთ. იგი რამდენადმე UNICODE-ს და ინფოტექის სტანდარტს ჩამოჰგავს-ეფუძნება.

2. პრიმიტიული, ტრანსლიტერაციული კოდირებები - სადაც ასოთა პოზიცია ცხრილში ლათინურ ან რუსულ კლავიატურაზე ქართული ასოს მდებარეობიდან გამომდინარეობს. მაგალითად - თუ ქართული 'ღ'ან-ისათვის ლათინურ 'R'-ს იყენებენ, იგი კოდირების ცხრილშიც 'R'-ს ადგილზეა !

ლათინური 'QWERTY' კლავიატურის მიხედვით ტრანსლიტირებული კოდირება;

რუსული 'ჲცუკენ' კლავიატურის მიხედვით ტრანსლიტირებული კოდირება.

კოდირების ეს მეორე სახეობა არა მხოლოდ არასწორია ტექნოლოგიური თვალსაზრისით, არამედ იგი მავნეც არის და აფერხებს ქართულის კოდირების სტანდარტის შექმნა-განვითარებას. ხოლო რაც შეეხება "პარლამენტ-სოროსის სტანდარტს" ანუ ინფორმაციის ცენტრის ძველ სტანდარტს - მისი მომქმედ სტანდარტად მიღება შესაძლებელი იქნება თუ შეიცვლება UNICODE სტანდარტი.

და, ბოლოს, არსებობს ინფოტექ-აკადემიის სტანდარტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია UNICODE -თან და რომლის სამოქმედოდ გამოყენებასაც ხელს უშლის ე.წ. "პარლამენიტ-სოროსის სთენდ-არტის" 166-ე 'მესსიჯი' ანუ "აკადემიკოს მესროპ-მაშტოცის ეფექტი".

დოქსოპულო... ?

Resume

Problem of 8 bit Georgian encoding, encoding models used in Georgia 

InfoTech-Academy aka GSCII encoding [more];
"Lathin 'QWERTY' keyboard" layout-encoding;
"Russian 'Ih-tCu-K-eN' keyboard" layout-encoding;
"FontLab" encoding models;
'PS' - So called "Parliament-Soros Fund" encoding.