Georgian
 Web Typography

 

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

    

ႫႨႾႤႨႪ ႤႥႤႰႱႭႬႨ
უნიკოდ ქართულის განვითარებაზე

English Resume

Unicode encoded Georgian document

   

მრავალმხრივ საინტერესოა მიხეილ ევერსონის წინადადებები, გამოთქმული ნაშრომში "Optimizing Georgian representation in the BMP of the UCS". აქ ავტორი სვამს საკითხს იმის შესახებ, რომ უნიკოდის ქართულ ზონას დაემატოს რამდენიმე ასონიშანი - კერძოდ ႸႥႠ, ႤႪႨႴႨ, ႶႠႬႨ [ჷჸჹჺჼ]- რომლებიც ქართულის დიალექტებში გამოიყენება. ამას გარდა გამოთქმულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ცალკე ქვეზონა გამოიყოს ნუსხა-ხუცურისათვის. ეს სწორი და მართებული წინადადებაა. თუ იგი განხორციელდა, მაშინ სამივე ქართულ დამწერლობას საკუთარი ქვეზონა გაუჩნდება და დარჩება გადასაწყვეტი მხოლოდ მხედრულის მთავრულის საკუთარი ქვეზონის პრობლემა (რაც, შედარები ნაკლებ არსებითია).

ამას გარდა, მიხეილ ევერსონი აყენებს საკითხს იმ დამატებითი ასონიშნების უნიკოდში გათვალისწინების შესახებ, რომელთა გამოყენება შესაძლებელს გახდის ქართული დამწერლობის საფუძველზე აისახოს სხვა იბერიულ-კავკასიური ენები - ესეც შესანიშნავი თაოსნობაა.

უნდა აღინიშნოს ავტორის მიერ ქართულის სპეციფიკის ღრმა, საშური ცოდნა.

Resume

Michael Everson, "Optimizing Georgian representation in the BMP of the UCS",
1999-02-26

Optimal ideas, good knowledge of Georgian specifics.