Georgian
 Web Typography

 

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

    

ႫႠႨႩႰႭႱႭႴႲႨႱ MS Word Viewer

English Resume

Unicode encoded Georgian document

   

ინტერნეტსა და ვებში ქართული დოკუმენტების გამოყენების მოხერხებულ და კარგ შესაძლებლობებს იძლევა მაიკროსოფტის Word ტექსტური პროცესორის უსასყიდლო დამატება MS Internet Explorer და Netscape-სათვის (პლაგინი) -- Word Viewer.

MS Word-ს აქვს საშუალება ქართული ფონტი, რომლითაც დოკუმენტი-ტექსტი მომზადდა ჩასვას თვით დოკუმენტის ფაილში (ამას ჰქვია ფონტის ჩართვა) და ამიტომ ის მომხმარებელიც კი რომელსაც კომპიუტერზე ქართული ფონტი არ გააჩნია - ამ დოკუმენტს ქართულად დაინახავს.

მაგალითად, თუ თქვენ თქვენს კომპიუტერზე მოამზადებთ ტექსტს MS Word-ით და უბრძანებთ სისტემას რომ იგი ჩაწეროს დისკოზე იმ ფონტიანად, რომელითაც ეს დოკუმენტი მომზადდა - სისტემა ამას შეასრულებს. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ეს ფაილი გაუგზავნოთ თქვენს მეგობარს ან კოლეგას ინტერნეტის ელექტრონული ფოსტით ან ფლოპპი დისკოთი ჩვეულებრივი ფოსტით. როდესაც თქვენი რესპონდენტი ამ ფაილს Word-ით წაიკითხავს იგი ტექსტს დაინახავს იმავე ფონტით რომლითაც ეს ტექსტი თქვენ მოამზადეთ.

Word Viewer ამ შესაძლებლობას აფართოვებს ინტერნეტსა და ვებზე -- ახლა თქვენ ქართულად მომზადებული დოკუმენტი შეგიძლიათ მოათავსოთ როგორც ვებ-გვერდი (ისევე, როგორც HTML დოკუმენტი), მიუთითოთ იგი ბმულში. და ვინც მას მიაკითხავს, დაინახავს ამ დოკუმენტს ბროუზერში ზუსტად იმ სახით როგორც თქვენ გაამზადეთ -- ქართული ფონტებითა და თუ გნებავთ სურათებითურთ -- და ამისათვის არ არის აუცილებელი, რომ მას ქართული ფონტი ჰქონდეს კომპიუტერზე. მ-ე-ტ-ი-ც, სრულებითაც არ არის საჭორო რომ მას ჰქონდეს თვით MS Word-ი !!!

ჩამოიტვირთეთ Word Viewer და ნახეთ ქართულის მაგალითი

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ხელსაწყო უსასყიდლოა, ხოლო MS Wordსაქართველოში თითქმის ყოველ Win 95//XP კომპიუტერზე დგას -- მისი გამოყენების პერსპექტივებს კარგად წარმოვიდგენთ.

ამ ტექნოლოგიის ერთად-ერთი შეფარდებითი ნაკლი ისაა, რომ დოკუმენტი შედარებით დიდი გამოდის - საკუთრივ დოკუმენტის მოცულობას ემატება აგრეთვე ფონტის მოცულობაც (საშუალოდ დაახლოებით 40-70KB) - მაგრამ, ვარდი უეკლოდ განა ვის დაუკრეფია? მეორე მხრივ, იგი უდაოდ ფრიად მოხერხებულია - ერთი და იგივე დოკუმენტი, შრომისა და დროის ყოველგვარი დანაკარგების გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალმხრივ - ესაა სწორედ კომპლექსურობა. ხოლო ინტერნეტში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის ზრდა - ფაილის სიდიდეს პრობლემად არ ხდის.

MS Word Viewer არა მხოლოდ უსასყიდლოა, არამედ ბატონი ბილლი ნებას გრთავთ თვითონ გაავრცელოთ იგი (რა თქმა უნდა არაკომერციული მიზნებით) - კიდევ იტყვით კრიჭანგიაო?

MS Word Viewer (4 MB) შეგიძლიათ ჩამოიტვირთოთ მაიკროსოფტის საიტიდან:

Microsoft site

დალიეთ, გესიამოვნებათ !

Resume

If you have MS Win Word or already have installed Microsoft 'Word Viewer'
click here to browse Georgian document
(embedded font ~ 230 KB)

Win Word stores the True Type fonts used to create documents along with the document. Others who open the document will be able to view and print it with the fonts used to create it, even if those fonts aren't installed on their computer.

Microsoft Word Viewer is excellent tool for representing Georgian documents in the Web -- especially if there is fast Internet connection.

Word Viewer allows people who already use any version of Microsoft Word to now share their documents with users who do not have Word. This product also allows users who wish to post rich-formatted Word documents on the Internet to expand their online audience to people who might not have Word.

Word Viewer allows users who do not have Microsoft Word for Windows to view and print documents created in the Word native file format. Word Viewer 97 allows users to zoom, outline, or view page layout, headers/footers, footnotes, and annotations.

Word Viewer is built to automatically configure itself as a Helper Application for Netscape Navigator and Microsoft Internet Explorer. This allows users to automatically view Word documents that are linked to Hypertext Markup Language (HTML) pages on a LAN or the World Wide Web (WWW) in the user's default Web browser.

Word Viewer is "freeware". Microsoft encourages to copy and distribute Word Viewer to your friends and co-workers or post it on public electronic bulletin boards.

You can download Word Viewer from  Microsoft site .