Georgian
 Web Typography

 

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

    

"ႰႠႣႨႭ ႧႠႥႨႱႳႴႪႤႡႠ" ႴႭႬႲႨႱ ႵႠႰႧႳႪ ႱႲႠႬႣႠႰႲႦႤ

 

Unicode encoded Georgian document

   

ბატონო ბესო, 
მოხარული ვარ, რომ კვლავ მაქვს საშუალება მოგესალმოთ! 

12 ოქტომბერს, თბილისის დროით დილის 9 საათზე რადიო თავისუფლების ეთერში გავა ჩემს მიერ მომზადებული რეპორტაჟი ქართული ფონტების სტანდარტის პრობლემების შესახებ. მასში თქვენს ნამუშევარზეც არის საუბარი. 

კახა მჭედლიძე 


"რადიო თავისუფლება" 
გესაუბრებით ქართული კომპიუტერული შრიფტების 
პრობლემების შესახებ 

საქართველოში კვლავ აქტუალური ხდება ერთი საუკუნის წინათ წამოწყებული კამათი ქართული ანბანის შესახებ, ოღონდ ამჯერად პრობლემები ქართულ კომპიუტერულ დამწერლობაში გაჩნდა. ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე ორ ქართველს შორის ქართულ ენაზე კომპიუტერული ურთიერთობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ თემაზე კახა მჭედლიძე გესაუბრებათ. 


მიუხედავად ეკონომიკური განვითარების დაბალი დონისა, ჩვენს ქვეყანაში მაინც შემოდის და ვითარდება თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები. თუმცა დღემდე ვერ ხერხდება ქართული ენის დანერგვა კომპიუტერულ სისტემებში. ქართველებს მასთან ურთიერთობა ან ინგლისურად, ან რუსულად უხდებათ. კომპიუტერული ოპერაციული სისტემების გაქართულებაზე უფრო მარტივი გადასაწყვეტია სტანდარტული ქართული შრიფტების შემუშავება. 
დაახლოებით ერთი წლის წინ ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტექნიკურმა კომიტეტმა ორმოცდაათ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შეიმუშავა და შემდეგ სახელმწიფო სტანდარტიზაციის დეპარტამენტმა სახელმწიფო სტანდარტად დაამტკიცა ქართული კომპიუტერული შრიფტები. 

თითქოს პრობლემა ამით უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სტანდარტი არ აღიარეს იმ კომპანიებმა, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს აწარმოებენ. მათ ამის დიდი საფუძველიც ჰქონდათ. 

კერძოდ, საქართველოში პოპულარულმა მაიკროსოფტმა უახლეს პროგრამებში დანერგა უნიკოდის სტანდარტის ქართული შრიფტების ინტეგრირების შესაძლებლობა. ამ სტანდარტის შრიფტები კი შექმნილი აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ გამსახურდიას დროინდელ პრემიერ-მინისტრს ბესარიონ გუგუშვილს. ვინდოუზის უახლესი პროგრამები სწორედ მის შრიფტებს ამოიცნობენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს გუგუშვილის ნამუშევარს და ამ პოლიტიკური დაპირისპირების გამო ქართველები ჯერაც ვერ ვახერხებთ ერთ ენაზე კომპიუტერით ურთიერთობას. 

უნიკოდისა და სახელმწიფო სტანდარტის შრიფტებს შორის განსხვავება დიდია. გუგუშვილის მიერ შექმნილ შრიფტებში გამოყენებულია თანამედროვე, ილია ჭავჭავაძისეული 33 ასოიანი ანბანი. სახელმწიფო სტანდარტი კი იყენებს 38 ასოიან ანბანს. მასში, თანამედროვე ასოთა წყობის შიგნით, მიმობნეულია 5 ძველქართული ასო. გაუგაბარია რამ განაპირობა მხოლოდ 5 ასოს ჩამატება და ისიც ანბანის სხვადასხვა ადგილზე. სახელმწიფო კომისიას, რომელმაც შეიმუშავა ეს შრიფტები ირაკლი ძოწენიძე ხელმძღვანელობდა. იგი აცხადებს, რომ ქართული შრიფტები ფარნავაზის დროინდელი ანბანის მიხედვითაა შექმნილი. 

"ისტორიული მემკვიდრეობა რომ შევიდეს და აისახოს კომპიუტერში აუცილებელია, რომ ქართული ანბანი წარმოდგენილი იყოს, ჩართული იყოს 38 ასო. ნებისმიერი ძველი ტექსტი, რომელიც შეიქმნილია ჩვენს ისტორიულ წარსულში, დღეს მისი გამოცემა იყოს საჭირო, აუცილებელია ამ ილია ჭავჭავაძის რეფორმის მიერ ამოღებული ხუთი ასოს გამოყენება" 

თუმცა ამ ხუთი ასოს მოთავსება ანბანის ბილოშიც იყო შესაძლებელი და უფრო მეტიც - უნიკოდში სპეციალური ადგილია გამოყოფილი, როგორც თანამედროვე 33 ასოიანი ანბანისათვის, ასევე 38 ასოიანი ძველქართულისათვის და ისინი ერთმანეთში არაა მიმობნეული 

უნიკოდის კორპორაციაში და სხვა ანალოგიურ საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებობს ინფორმაცია ქართული ანბანის შესახებ და სწორედ ამიტომაც მათ მერ არ იქნა აღიარებული სახელმწიფო სტანდარტად გამოცხადებული შრიფტები. 

სახელმწიფო სტანდარტის შრიფტებთ შექმნილია რამდენიმე ინტერნეტის ქართული საიტი და მონაცემთა ბაზა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის არქივი. ხოლო ბოლოს-და-ბოლოს მას შემდეგ რაც უნიკოდის ქართული შრიფტები ჰპოვებენ აღიარებას ძველი საინფორმაციო რესურსების გამოყენება შეუძლებელი გახდება. 

ბესარიონ გუგუშვილის ჯიბრზე ილია ჭავჭავაძის მიერ, ბრძოლის შედეგად, მიღწეულისათვის ხაზის გადასმა გაუმართლებელია. მითუმეტეს, რომ ამით ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიებში დანერგვასაც დიდი პრობლემები გაუჩნდა. 

ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო სტანდარტის შრიფტები კომპიუტერული პროგრამების გასაქართულებლად გამოუსადეგარია. მიუხედავად ამისა, საქართველოში ამ კოდირების შრიფტებს სხვადასხვა ორგანიზაციები კვლავაც უკეთებენ რეკლამას. 

1999