Georgian
 Web Typography

 

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

    

ფონტი RSwwwNet

English Resume

Unicode encoded Georgian document

   

RSwwwNet ფონტი 1996-1998 წლებში შექმნა ფინეთის ქართველმა მოქალაქემ რენო სირაძემ. ამ ფონტის აუტლაინი წარმოადგენს "გოგებაშვილის" ინტენსიური გადამუშავების შედეგს და ამიტომ იგი ორიგინალურ ფონტად შეიძლება ჩავთვალოთ.

.

RSwwwNet პირველი ფონტი გახდა რომელზეც გამოიცადა ქართულის ინტერნეტში გამოყენება ზოგადად და ენკოდირების პროგრესული, UNICODE-ზე გასწორებული სისტემა. RSwwwNet-ის მეშვეობით 1997 წელს შეიქმნა პირველი ქართულენოვანი (და რა-თქმა-უნდა ქართული) ვებ-საიტი "დედა-ენა".

RSwwwNet-ი აღჭურვილია ბიტმაპით 10, 12, 14 და 16 pt ზომებისათვის. მის საფუძველზე არსებობს დინამიური ფონტი - რომელსაც ეს საიტი ინტენსიურად იყენებს - ეს გვერდიც სწორედ მას წარმოადგენს.

ჩვენის აზრით განსაკუთრებით წარმატებული და სამაგალითო გამოდგა RSwwwNet ფონტის 10 pt ზომის ბიტმაპი, რომელსაც გარკვეული თვალსაზრისით თავისთავადი შრიფტის ხასიათი აქვს. ვფიქრობთ ინტერნეტში მან აუტლაინისაგან დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება მოიპოვა. ამ პროდუქტის წარმატებად მიგვაჩნია: მოხდენილობა, გამოხატული სპეციფიურობა და კომპაქტურობა კარგი გარჩევადობისას. ამ ფონტით აწყობილ გვერდებს საუკეთესო "ეკრანული ტიპოგრაფიულობა" ახასიათებს. ვფიქრობთ, რომ დაგვეთანხმებით.

RSwwwNet შეგიძლიათ უსასყიდლოდ ჩაიტვირთოთ ვებ-საიტიდან "დედა-ენა", ხოლო დინამიური ფონტის გამოყენების დაშვებისათვის მიმართეთ თვით ავტორს.

მის სხვა ნამუშევარზე - სავსებით ორიგინალურ ფიქსირებული სიგანის ფონტზე (დიდი იშვიათობაა ქართულისათვის), რომელსაც "სირაძე" ჰქვია - ამავე საიტში გვაქვს საუბარი.

ხოლო რენო სირაძის, ინტერნეტის უკვე სრულიად სხვა დარგში პიონერულ ნამუშევარს - რომელმაც თავის სფეროსა და მიმართულებაში მსოფლიო პირველ ათეულში დაიკავა ადგილი - შეგიძლიათ გაეცნოთ "ByteEnchanters"-ის საიტში. ესაა პრაქტიკულად მსოფლიოში პირველი სპეციალურად ინტერნეტისათვის შექმნილი სტრატეგიული თამაში-პაროდია "კანონიერი ქურდები" - "Legal Crime".

რენოს (რომელიც გატაცებულია სამთო-სათხილამურო სპორტით, ყვინთვითა და ჩოგბურთით) კიდევ ერთი და ალბათ საუკეთესო პროდუქტია ქართველი ვაჟკაცი გიორგი, ახლა 15 წლისაა და თავის მხრივ გატაცებულია ჭიდაობით.

მისი მისამართია:

Reno Siradze Architect (SAFA)
Representative of the political block "Round Table" of Georgia in Western Europe

Tel/Fax +358-9-8723592
E-mail: r_s@reno.pp.fi
http://www.byteenchanters.com
http://eunet.fi/pp/reno
Site 'Free Georgia'
Site 'Deda Ena' [Mother Tangue]

Resume

RSwwwNet was the first Georgian font used specifically for the Internet and UNICODE standard arranged.
Font is equipped with embedded bitmap for 10, 12, 14 and 16 pt.
10 pt bitmap of this font is "typographic" classics from Georgian point. Dynamic version of RSwwwNet is used for this page.

You can get it from "Deda-Ena" site. If you want to use Web embedded (dynamic) font contact Reno Siradze

Another work of RS is original Georgian fixed-width font Siradze.

Reno Siradze is designer of the popular Internet game "Legal Crime".

Download: [Kb]