ფრანკფურტის
უნივერსიტეტის
TITUS ქართული
ისტორიული
ტექსტების
ბანკისათვის TITUS-ისა და
Bitstream-ის
მიერ
მომზადებულ
UNICODE სტანდარტით
გაწყობილ
გრანდიოზულ
მრავალდამწერლობიან
ფონტში TITUS Bitstream UNICODE (877
kB) ასახულია
ნუსხური
ასომთავრული
და
თანამედროვე
ქართული -
მხედრული. ეს
ფონტი
საფუძველს
ქმნის
სამომავლო
კომპიუტერული
ფონტოგრაფიისათვის
- როდესაც
მსოფლიოს
ენების
ასახვა
კომპიუტერულ
სისტემებში
გაადვილებული
და
მოწესრიგებული
გახდება.
ამდენად იგი
სამაგალითოა
ქართველი
ფონტის
დიზაინერებისათვის.
ძალზე
სასურველია,
რომ ყველა
ქართულ ფონტს
გააჩნდეს UNICODE-სტანდარტის
მიხედვით
გამხადებული
ვარიანტი ან
კიდევ
არსებულ
ფონტებს
ჩაემატოს UNICODE-ს
მიხედვით
გაწყობილი
ნაკვეთი - ეს
არ არის
რთული და
ამის
მაგალითია BPG SansSeif
UE - რომლითაც
ეს
დოკუმენტია
მომზადებული.
TITUS Bitstream UNICODE ასე
გამოიყურება
-
ჩვენი აზრით
ამ ფონტის
ხუცური
ასომთავრული
ძალზე კარგია
და Times Roman-ის
მიხედვით
გამზადებული
ქართული
ფონტებისათვის
მრავალმხრივ
სამაგალითოა.
რაც შეეხება
მხედრულს -
იგი ფრიად
რუტინულია. ფონტის
მომზადებას TITUS-ის
მხრივ
ხელმძღვანელობს
მისი
დირექტორი Jost
Gippert.
|